ჩრდილი


ჩრდილებს ვეძახი, და მგონია შენ შემომხედავ.
მაგრამ არ მახსოვს, ჩრდილებს სახე ოდეს ქონოდეთ.
ახლა არ ვიცი უშენობა რას გამოზიდავს.
და მე არ მახსოვს, ჩრდილებს სადმე გამორჩენოდე!

სად ბავშვობაში თეთრსულელა გაისურვილე.
საც მარტოობა შენს არსებას შემოესია.
ფოტოში მახსოვს, შენ გვირილებს მზე დაუჩრდილე
და ასე ჩრდილი მოადექი ჩემს პოეზიას.

სხეულზე კაბას ისე იხდენ, თითქოს იპრილავ.
და მეც გიგანტი შენს ლავიწის ხიდზე ვმოკლდები.
ჩრდილებს არ ველი! მაგრამ ჩრდილად თუღა გიხილავ.
თითქოს ჩრდილები წამიყვანენ როცა მოვკვდები!

_________________________________________________________________

ლანდი ცისფერი უსასრულო რკალზე დაება.
არ გაგაჩნია არც სახელი, არც იხუფები.
დღეს ადამიანს გადაარჩენს მხოლოდ ღვთაება,
და სამწუხაროდ, მის გარეშე დაიღუპები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი