შენ სტიქია ხარ წყლისა თუ ცეცხლის


შენ სტიქია ხარ წყლისა თუ ცეცხლის
ჩემში ერთობა მათი ჩაღდება.
ინათებს დღე და მომავალს შეცვლის
ჩემში ეგ სახე არასდროს ჩაქრება.

და თუმც დასდევენ ალებს წვეთები.
თუ საწოლამდე იღვრები წყალად,
თუკი საწოლში გეწვის თითები,
ჰაერი მიწებზე თუ სუნთქავს რკალად

მაშინ მე დავლევ მაგ წყალს ვით შველი.
ჯოჯოხეთი გსურს? ცეცხლის ქარში ვარ.
მედება სხეული შენი შიშველი
მე ვარ ადგილი და შენს ალში ვარ!

ჩემში აქვს ყველას თავისი კუთხე.
ცეცხლს, წყალს, ჰაერს და მიწას-
არ ეხებიან ერთმანეთს, ვფიცავ.
და მე კი შენში თავად ვარ კუთხე!

შენ ჩემში დიდი ააგე სახლი.
ესახლებიან ჩემს ლურჯ ქვაბულებს.
ზღვებში ვყრი შაქრის წითელ გრანულებს
რომ ოკეანედ მოგიძღვნა ჩაი.

და შენს ხელებზე სვიტერი შალის
ფარავს ნახევრად ,უაზროდ, თითებს.
ეძებდი ჭიქას, თუმცა ტუჩები
იქნება შენი სულის ჭურჭელი!

წყლები მოძრაობს შენს გულთა ბზარში.
შენს გულში ვცხოვრობ, იმსხვრევა ყოფა.
ვიღვიძებ მუდამ დალეწილ სახლში 
და მერე მუდამ ვალაგებ ოთახს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი