არ ვიცი


მე არ ვიცი "არ ვიცი" რას ნიშნავს.
მე მხოლოდ აქ მოვედი, უბრალოდ.
მე მინდა რომ მიყვარდეს არავინ!
არავინ მინდა მიყვარდეს.
მე არ ვიცი რას ნიშნავს "მიყვარდეს."
მე არ ვიცი რა არის მე. მე არ ვიცი მე. 
შორია და არ ვიცი მართლა შორია?
მე არ ვიცი რას ამბობს ხე.
მე არ ვიცი ცა არის თუ ზეცა.
მე არ ვიცი სად არის "შენ".
მე არ მესმის წვიმა სად არის-
იმდენია რომ ადგილს ვერ ვხედავ. 
მე არ მიცის- ვინც იცის სად არის
შენი ლამაზი ჭვრეტა!
მე დავლიე ჩაი და ჩაების რიგი.
შენ ჩაი დალიე, ჭიქებით ხელში.
შენს ვიწრო ყელში ჩამორბის იგი-
გულთან, მე ჩაი დავლიე შენში!
შენ რომ აქ იყო- ჩაების ფერი 
ალბათ წითლიდან იებში წავა.
და მე არ მახსოვს დღეს არაფერი.
არც არაფერი ყოფილა დავა.
ისევ ავრბივარ ჩემს კიბეებზე.
ისევ მგონია, რომ იქ დამხვდები-
ჩუმი ძეგლივით, დაღლილ ფეხებზე
და მოწყენილი სახის ნაქვთებით.
ჰაერი მეხება-შენი თითები.
შენი თითების ჩრდილი მაჩვენე.
აქ მარტოობის შიზოფიდები
ჩემს შეშლილობას გადაარჩენენ!
და სუნთქვა მესმის მე მხოლოდ ჩემი,
თითქოს ცაში ვარ უფრთებო ტანი.
თქვენი არ მესმის და ნუ მეძახით
ლექსები ქარებს თუ გავატანე.
თუკი მოძრაობს დღეს მისი კანი.
თუკი მას ტანჯავს კანქვეშა ტანი.
მისი სხეული თუ არს საკანი-
თავი ეძებე მიღმაში, ქარში.
მე მოვალ შიგნით, შენში და კანში.
ახლაც კი ოთახს სხვა ხმები ფარავს-
ჭრელ დინამიკას, ფერების საათს-
უჩვენებს შვიდჯერ ჩალურჯულ შაბათს-
მილიონ ხმაში გული ცემს მაინც.
მილიონ ფერში შენი თმა მოჩანს.
მილიონ წელში გაჩენილ მაისს-
აქ მილიარდი წელიც ვერ მოკლავს.
მის ხმას გონებავ, ჩემო, სულ ელი.
ძლიერ ცუდად ვარ, ახველებს სული.
ხალხს კი ჰგონია რომ ვარ სულელი-
რომ ბედნიერი დამაქვს სხეული!
მაგრამ სად ვარ და ცა რად ვარჩიე.
ახლა მომელის შენში ჩაქცევა.
ძვირფასო, მსხვრევა თუ შეამჩნიე-
იქნება ჩემი სულის გაქცევა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი