ქარივით შენი


ვდგავარ და ქარში სხეულებს ვხედავ,
წაკითხვას ვბედავ ასოთა ღვრაში.
წვიმაა ჩქარი, მასველებს მე და
არ მომსდევს დედა, მომყვება ქარი!
სად იყო თავი?-ფიქრები მიქრის.
მდუმარედ იტყვის- წაიღო მკლავი.
პოეტი ჩემი აბუჩად ითვლის,
წამებას მიძღვნის, 12 ნავი!
მდუმარედ ვარ მე, მივყავარ საით?
ხეები ჩაის შრიალებს სადმე!
ლივლივებს თვალზე 12 ნავი
და შენი თავი წაღებულ მკლავზე-
დამირჩა მარტო, შევხვდები აღარ.
რა გითხრა რაღა შენ იყავ, რატომ?
მიყვარდა ვინაც და მერე გაქრა.
და როცა ჩაქრა გამეფდა ყინვაც
და დავრჩი მარტო!
ოთახში ლურჯი ქარები ფენენ-
რაც გავიხსენე, წითელი რუჯი
ამჟღავნებს კადრებს და სულში ფრენენ
ტოვებენ-მსვავენ- შეღებულ კარებს-
ძაღლების დუჟი!
ჩრდილების შუქი მუქია ნების
თანახმად შვების, მივყავარ თუკი.
ღრიალებს ბუკი, დაგვიანების
გზა პოეტური-გამქრალი რუკის!
მოძრაობს მტკვარი, თბილისის ბეტა
ალფადან. გრეტას ჰანსელი მკვდარი.
მასველებს ნისლი სადა ვარ ნეტა-
არ მომსდევ შენ და მომყვება ქარი!
ქარიშხალს შვენის წვიმები ცერად
და როგორც ჯერ არ ყოფილა ჩვენი
ერთობის ძღვენი, მე მაინც მჯერა-
რომ ახლა უფრო, ერთმანეთს ვდევნით!
და ახლა როცა შევხვდებით, ვნახავთ-
თუ როგორ ვლახავთ რაც არის მაღლა!
ჩვენ გვინდა დაღლა, რომელსაც ახლავს-
თხელ კლდეზე ტალღა, ორ მხარეს გახლა!
გაიყო ტალღა, ნაწილი იქით,
ნაწილი აქეთ და როცა წახვალ.
თუ დღეს ან და ხვალ, ხელების რიყით
ჩვენივე სიტყვით იქნება დახლა!
სხეული ნიშზე დაგვაწვა ბარგად,
ოჰ, გვწვავდა მაგრად ელფერი ბინდზე.
და ყველაფერი რომ იყოს კარგად,
რომ არაფერი არ იყოს რიგზე!
მე მაინც ჩქარი მსურს გითხრო რაღაც,
თუ როგორ სადღაც ვიხილე ჯარი
პოეტთა წრიდან მომიგდეს ცაღა.
არ მომსდევს სიტყვა, მომყვება ქარი!
მე მაინც მინდა გიწოდო ჩემი.
რომ ზღვებში გემი იალქნებს შლიდა.
და როცა ცემდე ჩემს გულს ვით ბჭენი
გაიღოს ღრჭენით ის რაც მე მინდა-
რომ შენი წმინდა გამოჩნდეს მშვენით
და როგორც შენით წახვიდე მშვიდად.
და ცეცხლის ტბიდან მე წავალ ტკენით,
რომ მოხდეს ჩემით ის რაც შენ გინდა!
ქარიშხალს შვენის წვიმები ცერად
და როგორც ჯერ არ ყოფილა ჩვენი
ერთობის ძღვენი, მე მაინც მჯერა-
რომ ახლა უფრო, ერთმანეთს ვდევნით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი