თუკი გამთენია შემოიჭრა დაღლა ყოფნის
თუკი გამთენია შემოიჭრა დაღლა ყოფნის. თუკი გამთენია მიაბიჯებ გარეთ ქუჩებს. სილის მაგიური მტვერი მიგაყუჩებს. ხომ არ დაიღალე ქარის ყოფნით. ქარი ყოფნით! მარცხვნივ გადმოხრილი მზეა დისკო ფერავს, ბლანტი წვიმა ჩამოცლილი მეა, მე კი წვიმებიდან წავალ ქარში. მარტი მძიმედ ჩამოაწვა, ხიდებს კრული არის გული. მარტი გულზე ამომაწვა, ბოროტია გაზაფხული! ფრენენ, ფრენენ ცებში ფრთები, მათ ფრენაში მენატრები! მშვიდად ვაფრქვევ შენს თმებს თვალებს... მშვიდად, თუკი დაიღალე! თუკი დაგეღალა წვიმა, მარტი, გაზაფხული. დავინახე სევდა მოალერსე დამსდევს ჩრდილი. დავინახე საოცრება დაშვებული თმებგაჩრილი. მოაქვს ხელით სავსე წყალი, დროა სანამ მოედები- სანამ სამარხები არის უშორესი პოეტების. სანამ სამარხები დუმს, ცა სილუეტებით. სამარხებში არის არაფერი-სამარხია- სამარხებში არის სხეულების ანარქია. სამარხები დუმს. დუმილია ღმერთის ხანა. სამარხია თვად ღმერთი სამარხებში დუმს ღმერთი- ნიჭი აღზევების, ნიჭი არ არსებობს, როგორც სხვა ქვეყანა. სასაფლაოები მშიერია ქვა დამადეთ. აქარგლეჯილი ხარიებია ინავარდე- წვიმის ქვეშ ისწავლე ცეკვა, მერე მოიწყინე! სამარხამდე იყავ ღმერთი, მერე გაიყინე! მოდი აზრზე, გაიღვიძე სანამ სამარხამდე შენმა მოტრფიალე აზრმა მიგამარხა. ძალადობა განზე გადე, განაზოგადე და მერე სცადე სამარხამდე თუა ცხოვრება, თქვი ვინ რა ნახა? მოკვდი, როგორც ღმერთი, მოკვდე უნდა ერთი. მარტო ხარ და მარტო დედამიწა, სხეული და ფერფლი! მოკვდი ღმერთი- დაიმარხე ფარაონად! ვკვდები ფარაონი მე ღმერთობამ დამაღონა! ფარშევანგთა გუნდი გაშლის უმორეო სილამაზეს, ფლანგითო მწკრივში ქარი, სამარხამდე სდიე! მერე მოკვდი დაიმარხე, რიგში ჩაიწიე! ცოტა გაიწიე ჰაერი არ მყოფნის! ცოტა ჩაი, სიებს გადახედე! ცოტა, ხო არ დაიღალე ქარის ყოფნით! ბევრი ხო არ მოითხოვე სამარხამდე დაიხედე! ვკვდები ფარაონი- რისკენ მანსხეულებს ჩემი თავი. გამოსული ვიყურები თბილისშია ზეცა მთვრალი! რატომ წავალ სამუდამოდ, ასე სული დამეცალა: მცენარეების ძალა ქარიშხალში დაქრის ცამდე- ქარი უნდა იყო სანამ დაქრის სამარხამდე! რამდენიმე ვქრი, რამდენი მე ვქრი? ფერფლი ხარ და ფერფშლი უნდა იყო ცეცხლი! რატომ ცამდე, კიდევ უფრო მაღლა! რატომ სადმე, მინდა ვიყო არსად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი