ჩემში, შენ თავად ლექსი ხარ
შენი მოწყენა დააბიჯებს ვით დედოფალი და სევდა გულში ჩაგიტოვეს უსიყვარულოდ. იგი მარტოა, და ვერ ვშველი დაე მომკალით- ოღონდ არ უთხრათ, სადმე ჩიხში, ჩუმად ფარულად! შენ მოგიტანეს ჩაით სავსე, ალბათ კალათა. შენ დაგიხატეს და ნახატი ვერ ავიტანე. შენ მოგიტანეს ყველაფერი მაგრამ ცალად და მე ცარიელმა მხოლოდ ჩუმი ცა მოგიტანე! შენ პოეტებშიც დაიმკვიდრე სასუფეველი. ვიღაცებისთვის შთაგონების ალბათ ცეცხლი ხარ. მათ მტკნარ ლექსებში გამოჩნდები აუხდენელი- და ჩემში შენ კი თავად ლექსი ხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი