უშორესიდან მომიტანს ქარი
უშორესიდან მომიტანს ქარი, თითებს რომლებიც აკრეფენ ცხედრებს. აქ სიყვარულის დააწვათ ბარი უსიყვარულო კოსმიურ მხედრებს. მათ არ იციან რა გრძნობა მადევს. მათ არ იციან ხმა დედამიწის. ნიშნად რომ მნახოთ ჩემს თვალებს ვანთებ, თვქენ გამირბიხართ, ეს დედამ იცის! რატომ მარტო ვარ, ვედრები ატომს. თქვენ ვერ შემამჩნევთ ვარ ისე მცირე. ყველას ვუყვარვარ, ვანიჭებ პანტომს. არ მესაუბრო, მხოლოდ მიმზირე! ისე ერთი ვარ ვგავარ ვერაფერს, ასე ყინული გულში ვთოვდები! მე იქ შევიხსნი ბედის je m'appel-ს და მერე ჩუმად, არსად მოვკვდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი