ისე გამოვა მზე და მაისი


ისე გამოვა მზე და მაისი,
როგორც გამოხვალ დღეს ან საღამოს.
ახლა ძვირფასო არვინ დაიცდის.
ახლა დრო არის შეუსაბამო.

ახლა სიცივე არის გარეთ და
შენს თმებს ქარების ნახვა არ უნდათ.
შენ სევდიანად დაიღვარე და
შენს თმებს ოთახის სუნი გაუჯდათ.

ახლა არ გინდა, ახლა გეხვევა
შენი საბანი და seul ame 
როგორ მუშაობ, როგორ გეღლება
თმები დამწვარი, მხრები მხურვალე.

დიახ ძვირფასო, ვერვინ გაიგებს...
დამწვარი თმების მიხმობს მქრქალები.
ქარი ჩემს ძახილს ჩამოარიგებს,
ვით შენს სარკმელზე ნაორთქლარები.

დუმან ეგ თმები, დუმან ფეხები.
ელი რაღაცას და დუმს ეგ ბაგე.
შენ სულით იძვრი, გიწევს გატანა.
დუმს ეგ სხეული და ეკბატანა!

გვაქვს სახეები, სენტიმენტები,
ასე ვმოძრაობთ, გვიწევს ცხოვრება.
მე ჩემი სახით სხვებს ვახსენდები.
მეც სხვისი სახე მემახსოვრება!

ნუ შეგაშინება თუ სწუხს სიმფონი.
ვერ შემაჩერებს შენი აქ ყოფნა,
წარმატებაშიც წინსვლას ვიპოვნი.
მე შემიყვარდი, როგორც არ ყოფნა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი