სამყარო უფრო დიდია...
სამყარო უფრო დიდია ვიდრე დიდია მისი გაგება. ააგე თავი ზეცამდე, მზე მაინც მოგეპარება. მოვა სიბნელე ღამე, ურჩხული- ფეხის თითებზე არის ჟრჟოლება ჩაძირული ვარ თითქოს კუნძული და აიზბერგებს ქარის ქროლება ეხება ტაძრად ჯვართა შუაში გამოანათებს ვარსკვლავი ცაზე რომ უსულდგმულო ამოსუნთქვაში თავზე კი არა მე ვფიქრობ სხვაზე. სიყვარულია დღეს ტოტალური და ბოროტია მისი უფლება. არ გვეღირსება ხსნა მენტალური თუ არ ვისწავლეთ თავისუფლება და სიყვარული მონა კი არა, მონებისთვის დგას დღეს სიყვარული. ამ აზროვნებამ შორს გაიარა, ახლა კომსოსი არის ფარული. ახლა ჩვენშია ყველა პლანეტა მათი თანმხლები ნაწილაკებით. თუ 25-ში არ დავიბადე მაინც სიცოცხლის დამაქვს რკალები. მაინც სიკვდილი ვერსად მიპოვნის იგი ჩემშია, ღამე ისედაც. მაინც ყველაფერს ზღაპარი ჯობნის თუ ასე გინდათ ასე იქნება. თუ გსურთ არ გაჩნდეთ, ფიქრმა დაგღალათ ნუ დაეცლებით სხვებს მაგ ფიქრებით- ასე გსურდათ და ასე იქნებით თქვენი კი აღიქვით თავი ჯერ ცალად, მე კი უჩემოდ აღარ მეცალა. მე კი უშენოდ თავი მებრალა. მე ჩემს სამოსზე ყოფნა ვიგემე. დღეს სიყვარული გამომეპარა და ჩვენს ადგილას გველის ისევე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი