ზეცა ცარიელი ტბა
ზეცა ცარიელი ტბა. ფანჯრის მინაზეღა წვიმს. მახსენდება მისი თმა კაწვრის დიადემა სდის. მეჩვენება ჩემი ნება თუ მართლა აღმოჩნდა ბნედა. ემეტება ხელოვნება. სად წავიდა? წვიმა მოდის. როდის მინდა წმინდა ტილო შევასრულო ის ნახატი მერე მარტომ დავიწივლო. მარტო დავრჩე მოვკვდე მარტო მე თითების ზღვებში ვცურავ- ვარდ-ტიტების მეზღვაურად! მეშინოდა მისი აღქმის სანამ იყო ჩემი ნება. არ მინდოდა დამეკარგა რაც მე უკვე შემეღება ფერი მისი რაც წაუსვი ტილო იყო უცნაური. მეწამული ფარდებიდან მოდიოდა ბედაური! ვფრინო ზევით ავაფრინო გზა, შეშლილი მე გავაშალო. შენ რომ არსად გააფრინო! შენ რომ არსად შეგეშალოს. კაეშანი აეშალოს ზღვის რიფიდან ზეცის ფრთებზე შენ დაღლილი რომ წამოწვე მოიისფრო ქვირითებზე! კაეშანი მიეშალოს პარიზიდან დემონს ყელზე რომ პოეტი მიეძალოს ბამბუკების ტყეებს თმებზე. ხეებს უკან ვიმალები ცხნეზე მჯდომი. მიმაფრენენ- თავი სხვაგან, ტანი სხვაგან. შენთვის მხატავს ისევ რენე! დამეცალოს შენთვის ხმები , ასე ანტარქტ იპოლიოს- რომ ხელებმა სამუდამო ხსენებებში გისტორიოს! აგიყოლოს აჩქარებით გედები და ჩანჩქარები სიკვდილივით მოავლინოს შენი ყველა დარჩენები. ჩემი იყოს ეს ხანმოკლე სასიცოცხლო ნარჩენები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი