სამადჰი ზღვების იყო მუდმივი


ცუდად ვიყავი ძლიერად მახსოვს,
როცა პირველად მე მომენატრა.
ლურჯ აბრეშუმის ღამეულ ნაქსოვს
ჩემი ვნებები გადაემანტრა.

ცუდად ვიყავი მაშინ და ოდეს.
როცა გიყვარდა ეძახდი სულ სხვას
და ვინც სიყვარულს რიცხვებით ნუსხავს-
მას განშორების სურს ეშინოდეს.

ცუდად ვიყავი ოდეს და მაშინ.
საც სხვისი იყო შენკენ სწრაფება.
სხვისი მკლავები ქროდენ შენს თმაში-
გრილი ეჭვების გადაჭარბება.

და მქროლიარე ფარდებზე ქარით
იდგა მოწყენა სამყაროს თვალით.
და მიცურავდა გემი თუ ტივი,
სამადჰი ზღვების იყო მუდმივი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი