შოთა ჩემში 2
სანთელი დნების მედების ცეცხლი მისგან მოვლინელი. აწ სინათლესა ვეძახი, სიბნელე დგას საშინელი. რად მიყვარს იგი მდუმარე, მზეებზე მთვარედ მიმწნელი. ოჰ, ჩემი გული ცაწარხდა, ვითა იური ბინდნელი. თმები მოსავენ ზღვებისა ღელვასა ქართა ქაფისა. აღვაგე ნავი თმებისთვის ვლის ნაზად, არა გკაფისა. ირგვლივ კი თვალში ჩნდებიან სწორ ზოლად მტვერნი რაფისა. იქ ვპოვე თავი ცრემლადა, დავაჩნდი ჩანჩქერს ღაფისა! შევიცან ზრახვა ფიქრების ცვიოდნენ უძილმოქარე! ჩემი გონი და სხეული ჩემს გულზე რად მიმუქარებს. რა სურვილიც კი მწადს მასთან, ის ამით ვერ მიუკარებს. ვერ შემცვლის, მიუარმყოფებს- ჩავქრები მისი მშუქვარე! უარყოფაში არა მაქვს ზრახვა მისი აქ ყოფნისა! ნუ მოვა, ნუ ჩამოჯდება, რადგან სურათად მყოფნ-ისა! ატირდეს ვინც ვერ იყუჩა სატრფოსი ბაგე-მნდომნისა! ვიტირე, წარმოსახვაში ვუყურე, ესე ვყოფნ-ისა! სატრფოს აქ იმას ეძახით ვისი თვალებიც ხუჭვიან- არ კრთიან, არ სხივდებიან ნათელნი თვალში იჭვიან! მისი თვალიდან იწრთობა ანბანთა ლექსნი, მიჭკვიან! თვალები, თვალები მუდამ უსიყვარულოდ მიჭვიან! რა გითხრა, ჩემი ლექსების ბრძნეულო საღვთო ქალნებავ? ოცნებებს თუკი ვესწრაფვი, შენ სხივზე უფრო მალმნებავ! სიზმრებში უკვე აღარ მსდევ, თუმც ძილმაც უკვე დამნება! მიტომ ვქრი შენთვის უშენოდ, მარტო, სხეული და ნება! მიყვარდი მსურდა ყოველი, ვიპოვნე თავისუფლება! მიყვარხარ დღემდე მოველი, რად სევდა კვლავ გეუფლება! არ ვამბობ არას, ვმეგობრობ, თუმცა მივეყრდნოთ შუბლებად! ჩემმა არსებამ შენის ხმით ზეცაში თავისულნება! ნუ მომეხვევი, არ გინდა შევიგრძნო სუნი მაგ თმების! ლომად ვარ შენს პოეტებში, ბუმბულსა ვღეჭავ ქათმების! ნუ შემადარებ ნუღარც ერთს, ჩემებრ არავინ დაგთმების! მე ვარ ხმა-წვიმა ბუმბულთა, ბულბულთა მშვენი, ბარდნების! თმები მსურს, თმები მელევის, ეგ თმები ჩემზე მათმება! შენი თითები მტკივიან, მაჯები მეხელთათმება! შენი თვალთაგან თელილი მე პოეზიის დარდ-მება! მივქრი, ყოველი მხარიდგან შენი პროფილი ჩაღდება! რად ეძებს გზასა გონება, რაც უნდა ყველა მსოფლიოს! აწ ჩემი ნახე, ისმინე სიტყვებმა ომს ითოვლიოს. ბომბების ნაცვლად ფეთქება სიყვარულისა მოვლიოს! ჩემი უკვდავი მკლავები, შენმა უკვდავმა დრომ ლიოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი