წარმატების მოლოდინის გარეშე
წარმატების მოლოდინის გარეშე ედებიან ქარიშხლები მწვერვალებს. პოეზიის აცისფრებულ მხარეში ჩემი გული და ლექსები ელვარებს. მიწვდებიან ღამეებს ღრმას, შორეულს და ვერავინ, და ვერავინ გაიგებს. ხელოვნების ტანჯვით შექმნილ მორეულს ჩემი გული და ლექსები წაიღებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი