გადარეულა ქარი წუხელის


გადარეულა ქარი წუხელის,
როგორც აჩრდილი, იყო სულ მარტო.
როგორც დემონი იდგა ვრუბელის.
როგორც დემონის ელვარე პალტო.

ისევ ოთახში იჯდა ღამე და
კედლებს ებრძოდა ნათება ლურჯი.
ვფიქრობ და მანაც, როგორ გაბედა.
და როგორ წავალთ ერთად ფრანკფურტში.

იქ რა იქნება და მე არ ვიცი.
და მე არ ვიცი იქ რა წიფელი...
თუ სპექტაკლშია ის ბეატრიჩი-
მე სიყვარულის ვარ ლუციფერი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი