რაც უნდა იყოს
რაც უნდა იყოს, რაც უნდა იყოს ლურსმნები ქარმა სულ ჩემკენ რიყოს. არ შეირხევა გრდემლი წვალების, შენი თვალების და შეყვარების. სულ იქით, სივრცეს უნათებს სითბო ასე შორეულ ნაღველში ვფიქრობ. დამძიმდა ქცევა. დამძიმდა ყოფა. სულმა სხეული დაისარკოფა. და იმ შორეულს მე ასე მივსდევ გამდნარ ოცნებას და სიზმარს იმდენს. გამომელია თვალში მატება და შენი ჩემკენ მოფარფატება. არ შეირხევა გრდემლი წვალებით. არშეირხევა ჩემი მკლავებით, შენი უკვდავი ტახტის შენება. შენი მოკვდება გადაშენება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი