ო, ვინ გაიგებს
ო, ვინ გაიგებს ჩემს გამოძახილს. ახლა სიდიდე ყველა მკვდარია. მე ხიდზე ვდგავარ და ჩემს ფეხებქვეშ ლურჯ-ნაცრისფერი ნიაღვარია. ო, ვინ შეამჩნევს ქართა შებმაში ღრმა სიყვარულის გამოვლინებას, თუ ვარ ნაცნობი ანდა უცნობთა ლანდის შეშლილი გამოფინება. მე დავიბადე ყრუ, უპოეტო, თუმცა მუსიკის ქარია ჩემში. წვიმს ნეგატივი და კარპედიის მიძალებული თრობა ბოდლერში. და მიმაქანებს უცხო მღვრიეთის ინტეგრალების სქელი პარტია. არც უკვდავება, არც სილამაზე, არც ყვავილები არ მინატრია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი