როგორც შენი თმის მიყვარდა ქარი


მე მიყვარს კვნესა, როგორც შენი თმის მიყვარდა ქარი
ამორთმეული სარკმელებიდან და წეღებული შორით ზღაპარი.
ხომ ფერავს ახლა სევდა გარემოს, მე მიკვდებოდა იასამანი
უგაზაფხულო ხეთა შრიალში ქარ-გაწელილი ის პაემანი.
მე მახსოვს, ჩემო ძვირფასო ზეცა და დაღალული თვალების კრება,
ჩამოშვებული ლურჯი მკლავების აელვებული გავარდისფრება.
და გამაქანე, როგორც პოეტის არის მწუხარე სუნთქვა და ვხურდი.
ვინ გადაირბენს პრერიის ვნებას, სადაც ვერასდროს ვეღარ დავბრუნდი!
სადაც გიბრწყინდა კანთ ვარსკვლავები და ახლა თეთრი წევს ოპიუმი.
რად არ ავავსეთ წვიმით, გვირილით შუშის დამშრალი აკვარიუმი!
და ჩქეფავს სიგმა, როგორც ენიგმა ააჟღერადა სიტყვების რიგმა,
მსდევს სიახლოვის გრიგალზე  მიბმა  და უსახელო აჩრდილთა სტიგმა!
მას მერე მე დამსდევს მხარე ფიქრით შემკული და ზღვაში ნელი.
ო, მე მას მერე მკლავს სიმწუხარე. ო, მე მას მერე ვარ საშინელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი