ლურჯ სიღრმეებში ლტოლვა ვეშაპის


ლურჯ სიღრმეებში ლტოლვა ვეშაპის,
სადღაც მეძახის, ცაზე კაშნეა-
ვით გაწელილი მდნარ გველეშაპის
მიუწვდომელი თეთრ ქართა შრეა!

მეძახის სუნთქვის გამთბარი ორთქლით
და ჩამოშლილი მინდვრების ჭალით.
გზა დაფარული ყვითელი ფოთლით,
მისი სიცივით და სიმწუხარით

ვხედავ ქარში იებს, ვხედავ
როს საღამო დნება, ვერსი
ისევ მიდის, ისევ ბედავს,
ისევ მწკრივი. mercy, mercy!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი