გაიხსნის ზეცა ღიმს


გაიხსნის ზეცა ღიმს და ახლა მეძახის 
შენი ხმა ქარით.
და რვა იარაღის გამხმარი ვენახი
წივის მანქანით!

ნისლების ფენაზე თოვლია სცენაზე
დგას სიფაქიზე.
კოსმიურ ერაზე, ღია ვენერაზე,
დუმილი მარსიზე.

ფურცელზე დაბეჭდავს, ოცნებით აღბეჭდავს არნახულ ფერებს.
შორია პლანეტა, შენი ხმის განჭვრეტას
ქარი იფერებს!

ვიძახი არა სჩანს, ვინმე თუ გადარჩა
საერთოდ, იქნებ?!
ტირის კუკარაჩა, აფარებს ფარაჩას
ნაცრისფერ ფიქრებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი