იძახდა მოხუცი
იძახდა მოხუცი!(გზა აბრეშუმია, ცა იყო მთვარე.) მას შემდეგ რამდენი დღეები მას შემდეგ ყოფილა მწარე. იძახდა მოხუცი, იძახდა შორია დღეების გუნდი, მიფრინავს სიცოცხლე, მიფრინავს თოლია აღარ დაბრუნდი. გაქრება ფიქრები გაქრება ოცნება შენი გზის სახით. მე ვეღარ ვიქნები და ქარის კოცნებად მოვყვები ძახილს. სიკვდილი ახლოა, მოვხუცდი ფართოა სივრცეთა კიდე. და სახლი დავტოვე, ქუჩებში მარტო მე წავიღე რიდე. ამაღამ მოვკვდები, ტრიუმფში გროვდები სხივების ნიტი. თუ მოვკვდი ამაღამ სიზმარში მოვკვდები ცისფერი ჩიტი! იძახდა მოხუცი!(გზა აბრეშუმია. ცა იყო მთვარე.) მას შემდეგ რამდენი დღეები მას შემდეგ ყოფილა მწარე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი