დახატულ ცაში აფრენას...
და მზის სითბოა მარად წყებული და სტიქიონში გადაშვებული, შეიგრძნონ ღელვა ნიავქარებმა საც მხოლოდ სვეტით მიექანება დამდგარი სუნთქვა და არაფერი და მხოლოდ შენი სახლის სარკმელი გამიხსნის სადღაც შორეულ სიზმარს და მხოლოდ სივრცე, უდაბნო, პრიზმა და ღელავს ქარი როგორიც არი და მიწად ყოფნა არავითარი. იქნება ლტოლვა მზეების წვიმა და ლურჯ მორევში სევდიან სხივმა დაფარა ხედი წარსულის თოვლით აბრეშუმს როგორც პრერიას მოვლი და აწევს ქროლვა სიმძიმის არეს უფრო მშვიდ ცაში მდუმარებს მთვარე. ღელავს შეგრძნებით მსოფლიო მძაფრად, ვით ზღვების თრთოლვა მკლავების აფრად წაიღებს ჩუმი დინებით ფერდებს და როგორც ცრემლი წვიმაში ვერ ძლებს, იქნება სახვა სევდიან ქართა და მოგონება თოვლივით მკლავთა, გათელავს ყვავილს ცისფერ ეტლებით და ისმის ირგვლივ მარტო ეჟვნები, რომ ოქროსფერში ფრიალებს აწმყო და რომ არასდროს ვარ ასე მარტო. რომ არს მირაჟი კოსმიურ მთების, როგორც ვირაჟი და კადრი თმების. შეგრძნება იხმობს და მოდის შფოთი, როგორაც ვითომ წუხელ ველოდი: მღვრიედ ასახულ სიზმართა ფენას როგორც დახატულ ცაში აფრენას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი