შეხედე! ქარია


შეხედე ქარეთი შერხეულ მხარეთი,
მიაპობს რაღაც სხვა, უჩვეულ განწყობას-
ვით დაბრუნებულის მჭდომარე
მკლავეთი
და ქვების ქუჩებზე ვერხვების ჩაწყობას.
გაიტანს ოცნებას მღელვარე ტრიუმფში
და ნაზად ჩამოცლის ყვავილებს კონებად,
იქნება ანთება ცის თითო დიუმში-
შეგრძნება მთვარის და მზე შთაგონობა.
და მსჩონს ვარსკვლავად დრო გარეშე წლების.
თებერვლის სიკვდილმა რომ მარტი მოთოვა...
სულ ახლოს იქნება საზღვარი შეძლების.
სივრცის გაზაფხულით ათასი მოქროვა!
შეხედე! ქარია დაბმული სიზმარი.
შექანდა სარკმელში თეთრი მოჩვენება.
და უკან აისის მფეთქავი ცისკარი
მოყვება სხივების დიდ გამოჭენებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი