ის რაც ანთია ფანჯრების მიღმა


ის რაც ანთია ფანჯრების მიღმა
და თვალს უსწრაფებს სიცოცხლის წამებს...
რხევა დაიწყეს ხეების რიგმა,
მე კი ვერასდროს შევარხევ გამებს!

ტოტზე აფრიალებს ოცნება დროშებს.
ქარია. ქარი. კვნესის არ მღერის!
და მარტოობის კვალი გავს ქოშებს,
იმ უდაბნიურ სილით გამხელის!

სივრცეა ირგვლივ და ღამის ბზინვა.
არასდროს არის ნახვა გვიანი!
გაზაფხულამდე ვერასდროს მივა
ცივი ზამთარი სანახიანი!

და ახლა ვბოდავ ვითომდაც ვიყო
და არსაიდან ჩქარობს ზენიტი.
არ შემიძლია რამე არ ვიყო.
ტრიუმფალური წევრი ელიტის!

და უფრო შორი ფიქრიდან წვდომა
იმ შენს ლავიწებს ქარიან თმებში-
არ არის ცოდვა, არ არის კვდომა
თვით სასიკვდილო კორიანტელში!

შეშლილ კიდეებს გადაერია.
ქარია. ქარი. კვნესის არ მღერის!
ის კი ფიქრობდა-რანაირია!
მე კი ვფიქრობდი-დროა გამხელის!

და წამი მაინც იკარგებოდა
და დაკარგული მე ვერსად ვპოვე.
ნელი ზამთარი ნელა დგებოდა.
გთხოვ, არ დამინდო! მიდი ითოვე!

რხევა დაიწყეს ხეების რიგმა
მე კი ვერასდროს შევარხევ გამებს.
ამოვარდნილა ქარიშხლის სტიგმა
და უფრო მარტო ყოფილა ღამე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი