არ აჩქარება
არ აჩქარება გრძნობის გულეთში არის ყველაზე დიდი იმედი. იმედი არის, რომ სინათლიდან უსივრცო ბნელში წყნარად მივედი. როგორ არიან ახლა ხეები, სად მიშრიალებს მათი მუდმივი: მედიტაცია და ანდა ექო, როგორ გიპოვო, ან სად შეგეხო? დაფარავს ზეცას ჩემი თვალები, აღარც თეატრი, აღარც თამაში. ვიქნები ფეთქვა ჩემი არსების და სილამაზე რაა ამაში? ვერ გამიგია და ვერც მეტყვიან. ჩემი თვალები მშვიდად დაკეტე. გავფუჭდი, შენ კი არ ხარ მიზეზი და მე ვერავინ ვერ შემაკეთებს! ჰა, პოეზია მკვდარია ჩემში. ჩემი სახელიც მატლებს ეძღვნება. გაფუჭებული სისხლი მაქვს გენში, ახლა ვერავინ ვერ შემევნება. ვერ მოიტაცებს ჩემს საიდუმლოს, სამწუხაროა, ვკვდები თან მიმაქვს. ტირილი ჩვილთა საც უქაროა. ვარ სამუდამო, სამწუხაროა! მე მაპატიეთ, თუ გაგასწარით. თუ ამ ფეხებით გადაგიარეთ! ვერც პოეზიით შემომისწარით. და თქვენი ნებაც არ აღიარეთ. არ მაღიარეთ, როგორც უკვდავი. არ ვარ, უკვდავი ჩემთვის ქარია. ნუ შემეხებით, ხორცი მხუთავი და ჩემი სული მეომარია. ამ ტონალებში თქვენ ვერ შემიპყრობთ. ვერც ოქტავებით ვერ დამამძიმებთ. და ნუ მომიტანთ ახლა ყვავილებს. მაქვს ამ ცხოვრების იქით დარდი მე! დამება მიწა, მძიმეა, მძიმე. და არ არსებობს ამ ქვეყნად ვინმე! ისევ წვიმები მემსუბუქება, მე ვარ არავინ, ვარ გაშუქება. და ესეც აღარ ვარგა შუქებად. თქვენ ვეღარ მიცნობთ! მეც ვეღარ გიცნობთ! ყველაფრის შემდეგ ჩვენ ვიკარგებით. მშვიდობით, ახლა ვისაც ვუყურებ! სალამი, ახლა ვინც კი მიყურებს! ჩვენ აღარასდროს დავიბადებით! ჩვენ გავანათებთ. ვართ უსასრულო. ვინც ხარ მოხუცო, ანდა ზრდასრულო, ბავშვებო- ჰცანით უგონისობა. იყავით ყველგან, სადაც იქნებით და თქვენ შეიგრძნობთ მარადისობას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი