შეშლილი შემოღამება


შეზავდება ფერები, დემონიურ ხელებით,
მხატვრის გრძნობიარებით, არის ის შედევრობა-
მუქი სიახლეების, ჩამომშრალი ხეების,
წაშლილი სახეების, ზეციური მხედრობა.

ფრთებით შემოწყობილი, ომისთვის განწყობილი,
ბრწყინვალების შობილი ექსტზი, აღტაცება.
ეშვებოდა პროფილით, სხივოსნობით ყოფილი,
ჯანღით შემოღობილი ანგელოზის დაცემა.

ქაფებით გაჟღენთილი ოკეანე ძენძილი,
სიმარტოვე დენთილი, კაუშნური წამება.
ის ფრთები აქერცლილი, ანგელოზი შეცვლილი
და თვალებით შეშლილი იდგა შემოღამება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი