როცა დემონი დაეუფლება მეწამულ ღამეს
როცა დემონი დაეუფლება მეწამულ ღამეს და მისი სუნთქვა,ვით ქარი სწყდება მეტეორივით, ცაზე ლანდს ვხედავ, დემონის ფრთები მიძაბავს თვალებს, და ამ ქაოსში,რატომღაც ლანდი მოსჩანს ორივით. ასეთ ამინდში ჰქრის ცაზე იალქნებად, მკაცრი,შედევრული რისხვა ამ ტილოსი, ვისაც დღეარეულ მკერდზე მიადნება, მძლავრი წარმოსახვა მიქელ-ანჯელოსი! და ფრთებ-გადუშლელი ხედვა დემონური, მისთვის ცად შექმნილი ნაზი შთაგონება, გმობა სიყვარულის ადამიანური, მისგან სამახსოვრო მხოლოდ მოგონება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი