ფუტკრის თვალიდან


პროსტო, ნესტომ ნესტარს როსტომ
ისე მოსდო ჯარი ხოცდა სურნელების მეტამორფოზს ასხივებდა. აგიოცდა-არ იცოდა კამასუტრა დადიოდა ზარატუსტრა.
ყვავი თვალწინ მიკიოტობს, დოსტოევსკი იდიოტობს!
ფიგურები ფარაონის დაწვენილი მეფეები.
უკვდავებთან ბანაობის ორგიული ქანდაკების
ხილვა მზეზე ჩამავალის პირამიდა, ორი კატა, რაღაც შავი ოქროსფერში, ოქროსფერი-სამარეში. სიტყვით ვეღარ აღმეწეროს, ჩასუნთქული სტრატოსფერო! ელავს დაღლის ოცნებები, დაკარგული აზრის ბმები. გავიღვიძე! სამარემდე არ გეცალა მიმაცილო. დაიძინე ჩემო ძილო. სამუდამოდ ვხუჭავ თვალებს და ინდური ყვავილებით მოძრაობდა თეთრი სპილო! და უაზროდ დაღლილებში შედიოდა წმინდა ნინო!
ზღვის ტალღები ქაფდებოდნენ, იფრცქვნებოდნენ მანდარინად, უფრო ნაზი მაგდალინა. ოქროსფერი საიდუმლო. სულს მაცლიდა პიანინო!
ასოები სხეულების, შენს ტანზეა ქალთა რიცხვი! გაშიშვლება სიმინდების, უარყოფის მარადიზმი! შემოგაფრცქვნა, გადავყლაპო შენი სახე მუდამ!
ასე შენთვის ამადლობლებს და ადიდებს სხეულს ბუდა! 
დახატული დემონების ფრთებიდან ქრის მარმარილო,
სამუდამოდ მორიდილო!
იმ გოგონას ტვინს-მიღმ-ვყავარ! იყვარება! არ ვუყვარვარ! იხსენება საუკუნე, არ ვუყურებ ისე ვყურებ! ის აქ არის! მე აქ არ ვარ! სადღაც სხვაგან შემოგყურებს! მისი ბაღი ჰაერშია, ფარშევანგთა პრერიებში. პოეტებთა თარეშია. მე ქარი ვარ მელიებში!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი