ჩემი თითები ცეკვავენ ღამით


ჩემი თითები ცეკვავენ ღამით
და მშვიდდებიან ყოველ დღიურად.
ისე ნაზია მათი რხევა ვით
კოსმოსეული ოვერტიურა.

მათი ჩრდილები დაქრიან კედლებს
და მოგონებებს მიაწყდებიამ,
რომ სევდა უფრო გულში გაელდეს,
უკრავენ ქაოსს, შემდეგ წყდებიან.

მელანქოლია მაინც არ მრჩება.
სხეული სადღაც ფიქრში ტივტივებს.
მეგა აზრების გრძნობს ნეგატივებს.
და მედუზების სახლში ჩარჩება!

გადაჰკვეთს გარსი, ფერები ველებს.
დავტოვებ ზეცის... დავტოვებ მიწის...
და მაინც ასე 1000 წლის მერეც,
ჩემი ხსენება დგას დედამიწის.

მრავალ ჰანგებთა, ბაგეთა, თმებთა:
შეარხევს მარად ყოფნის ცდუნებას.
შორეულ ქართა, კართა და მთებთა:
მოითვლის გული განადგურებას.

თვისება ცების ეღვრება მელანს.
ვგრძნობ მემართა უკვდავი ბინდი!
სანამ დიდების ქარი გათელავს,
ჩემი ხელების ხუთი რაინდი

უსიდიადოდ ფრენენ დიდებით.
ვერ შეეხება, ვერავინ გავლის,
მათია ნება 
და საკუთარი თავის
მნიშვნელოვნების არ აქვთ შეგრძნება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი