უძილო


ტიტანი ტრამალს 
ტარიფად იტევს.
ლილიტი ტაჯმაჰალს
უგზავნის გვრიტებს
სატირი კომიქსს
ტრაგედი ონიქსს
მაგონებს მორიგ
შენს ქრიზოლიტებს.

მიქონდა გვამი 
და სხეულების ძარცვული კანი
ოჰ, იყო მყრალი
კაცი და ქალი!
მკვდრები დგებიან 
და ვითომ მთვრალი
ძლივსღა ხვდებიან
ყველაა მკვდარი!

მინდა ვიფრინო, ვფრინო, ფრი კინო,
ვიროპრიპლინო
მინდა გიკბინო, კნინო ქვითინო
მინდა ვიტირო, 
მინდა ვიფრი...!

ცვიოდა სარტყელს,
სილურჯე ცა ბრტყელს
ვუყურებ ამ ხელს
ყველაფერს ახლებს.
ბოროტი მსახვრელს
მაწვდიდა შავ ხვრელს.
კეთილი მნახველს
უბადრუკი...

ცვიოდა ომი
და მონოტომი.
ობი რომ იყო რომი
დავლიე კომა.
არაყი, მოლი
ვერაზე დგომა.
არ მინდა ცოლი,
დავლიე კომა-
მომიკვდა კვდომა!
მურა ჰარუკი...

მე ვარ უძილო, უძი ძი ძილო, 
არ გამიძილო სიზმარი, კინო.
არ გამიწილო. ფსიქო ვიწირო
ვიცი.
მინდა ვიცინო, არ დავიძინო,
მინდა ვიფრი...!

შენი ტანის ტანება და მატება ტიტანება.
ტოტთა ტივის ტარება და ტანსაცმლის გატანება.
შენ ლილიტის ტანი და მე ადამისტანება.
შენ ყოფნა გენატრება და მე ეს მესატანება!

მე ვარ ნერვოზი, ზი, ზი, ნერვოზი
ზიპი სკლეროზი. ზიპო ნეირო ჰიპოთეროზი.
პოზა ეს ბოზი!
მინდა ვიფრი...!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი