რიჩარდი ჟიზელს


რომ დაეცალა შემოდგომას ყვითელი ძალა,
მოყვა ზამთარი უთოველი მზა მწუხარებით-
გუშინ სტკიოდა და ნებაა რიჩარდის ხვალაც
დარჩეს მარტო, არ ჩამოთოვოს ლურჯი ხარებით.
უყვარდა ვიღაც, ძლიერ უყვარდა,
ცივ სასაფლაოს არ უნახავს ცივი ზამთარი,
რაც მისთვის დარგო ყვავილებიც არ აუყვავდა,
რაც მისთვის დათმო სამარეში წევს და აქ არი!
ცარიელ გრძნობის ზღვა დაფარავს მოქნეულ ნიჩაბს
და მთვარის შუქით დაცემული ია იმორცხვებს!
სჯერა ისევ და ოდიდგანვე სჯეროდა რიჩარდს-
უსიყვარულოდ ვერც სიკვდილი ატკენს სიცოცხლეს!
განვლო დროებამ წელიწადთა უცხო წამები
და აირეკლა ცამ, ვით სარკემ შავი ოცნება!
შენ, როგორც სხივი, უკუნისკენ მიესწრაფები
და შემდეგ არის უსასრულო გასხივოსნება!
რაც ასე ძლიერ მოეხვია მის ტანს სუდარა...
მე ვერ გავუძლებ და სიმძიმე სულით გაშალე!
რა არ უბრძანა და ემუდარა-
მაინც წაშალეს!
ორი მიჯნური- იმ უსწორო ცეცხლებს იცოცხლებს,
რაც დაუშვებლად აუვარდა გრიგალს ცივ-დილის,
რომ თურმე სიკვდილს არ სურს სიცოცხლე
და სიცოცხლესაც არ სურს სიკვდილი!
ჰანგი აჟღერდა მომაკვდავი ბოლო იმედით,
რომ სიბნელეში სანთელია, რაც იმგოსნება.
ღამე ანათებს გაპობილი კიდის კიდეთი,
რიჩარდს თვალებში აუელდა თეთრი ოცნება:
ქრიზანთემები აგებენ ფლიგელს.
მისდევდა ქარი, ცა მინანქარის,
წვიმიან ვარდებში რიჩარდი ჟიზელს.
ის სიკვდილია და ის აქ არის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი