ენერგიით აივსო


ენერგიით აივსო
ვერ ჩერდება ხელები
მუსრს სულ გადავიცეკვო 
ოქროსფერი ველები.

თუმც საწყისი არ სჩანს
მითუმეტეს, არც ბოლო.
უსაზღვრობით გადაჰყავს
ოქროსფერი მთა-მდელო!

რომ შორია მთები და 
მთების იქით მთებია.
მზის ამოსვლით ვთბები და
ეს ველებიც თბებიან.

ვცეკვავ როგორც გასული
თრობაში და მოწყენა
ჰგავს მშიშარა წარსულის 
მოგონების მოცვენას.

კარგად ვხედავ თანრიგში...
მასზე კარგი რა არის?
რომ ოქროსფერ განრიგში
რუტინებიც არ არის!

მოსჩანს ნაზი ველები
მზემ უცეკვა უმღერა.
სიხარულის ხელები
ჩრდილით გადაუსერა.

და შორია გოდება,
სევდაც სადღაც დავტოვე.
და გაქრა “შეცოდება”
და გაქრა “მიმატოვე.”

გადიხარა ვნებაში
ოქროს მფრქვევი სინათლე
და ლურჯ ბრწყინვალებაში
სიმწვანით მოვინათლე.

ვცეკვავ, ვცეკვა მდელოზე
საღამო ახლოვდება,
და მზე საქართველოზე
სისხილის ფერით გროვდება.

და მოსიმის შივილი
წარსულიდან, მოდნება
ანგელოზის ღიმილი
სულს ნელა ეკორტნება.

დაღამდა და ველებზე
ფერი მუქით დამჭკნარი
სჩანს ქარის სისველეზე
მთვარე ბრჭყვინავს სხვანაირ!

არა მაინც წინ წავალ,
მომყვებიან გუნდები.
მთვარემ სახე იცვალა 
უკან არ დავბრუნდები!

წინ, ობობის ქსელებით
სულო სიზმარს მოები,
გინდ ოქროის ველები 
დასჩდნენ უდაბნოებით!

და ჩამოდგეს სიშავე
ამაღლებულ სცენებით,
სადაც არ დამიშავე
სადაც დგანან ხსენებით:

დედამიწის ველები 
გალაქტიკის პალატით,
ატლანტიდის გენები
ტიტანიურ ტალანტით

მოსავს ირგვლივ სიმუქეს
ქარი ველთა რბენაზე
ატრიალებს ქარბუქებს
წრიულ საქანელაზე!

და ძნელია ტოტებად
რჩენილი სიმარტოვე
და გაჩნდა “შეცოდება”
და გაჩნდა “მიმატოვე.”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი