თუ ასე მჯერა...
თუ ასე მჯერა მარადობის რად დგას სიბეცე, ასე რომ მტანჯავს და მიწამლავს დღეის მორბედებს. თუ ასე ძლიერ შეგიყვარე რაღას მივეცე, რომ შუქი გულს წვავს და სულს ამოქმედებს! თუ ასე მიყვარს რაღად ვდგევარ უსიხარულო? იქნებ სიშორე მიყვარს, ან იქნებ ტანჯვა? ან სიხარულის მოპოვება უსიყვარულოდ, ან მთელი დროის და სიშორის ლექსებში ხარჯვა? არ ვიცი და ვერ ვხვდები რა მსურს. თანაც მაშინებს დრო რომ გავა მე შუა გზაში, ღრმა მონატრების დიდ სიმძიმით ვიყვირებ “აფსუს” მივსულიყავი და მეთქვა მიყვარხარ! მაშინ! თუმცა, რადგანაც ცხოვრებაა ასე უმიზნო, ვეცდები გაქრეს უარესი ესე ცხოვრება. მე უსასრულო იმ კიდეებს მსურს დავუმიზნო, სადაც ერთად ვართ, ან ერთმანეთი გვემახსოვრება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი