ეს თეთრი ცაა, რა მშვიდი ცაა
ეს თეთრი ცაა, რა მშვიდი ცაა! ეს ერთიცაა და შვიდიცაა! ქერა ქალია, თუ შავთმიანი? მზერა ქარია, ცა შარმიანი. ქროლა ნაზია, დღე უეცარი რა ლამაზია ცასთან ეს ქალი. ზღვა სიმინდია, რა ამინდია. ქარში ბინდია, მარტო მიდიან. ეს მოგონება და ყალიონი, ვით მილიონი ბატალიონი! ქუჩა ქარზეა, ქარი ქუჩაზე. ხელი მხარზეა, მთვარე შუშაზე! გავა სივრცეში ვით ოდისეა ცეცხლის ციხეში დიონისეა! დრო უსახელო ისევ პიკზეა და უსაშველოდ ყველა რიგზეა! ეს თეთრი ცაა, რა მშვიდი ცაა. ეს ერთიცაა და შვიდიცაა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი