ხიდებზე, ხიდებზე, ხიდებზე ლავიწის
ხიდებზე ხიდებზე ხიდებზე ლავიწის მივდივარ მივდივარ მივდივარ ქარი ქრის. გრიგალში ეხვევა ფიქრები მარადის ასეთი ღამე კი მეორე არ დადის. იძვრება იძვრება მსოფლიოს ჯარები, წარბები თმები და მორევი თვალები! დაღალა სხეული სულის უძილობამ, დამღალა შორს ყოფნამ და შენთან ცილობამ. დამღალე ოცნებით ჩემებით შენებით. დამღალე უსიტყვო კვლავ გამოჩენებით. იფრქვევა ზეცაზე მთვარე და დაისი, ცისფერი ალში დგას და ჭკნება მაისი. ბრძოლაა, ბრძოლაა ციური ფერები კოსმიურ ხმებში და ნისლებში ერევი. შორია მოსვლა და გზა არის ხანმოკლე. ბრჭყვიალა ღამე და სინათლე სამოთხე. ატირდა ჟღერა და საფლავებს გადენის ყვავილის მდელოზე ბილიკი ქვაფენილს ემსგავსა ტბა როგორც სიკვდილის მენავეს და ნისლი ჩამოწვა და გაქრა მცენარე. ღმუიან სულები ცეცხლია და თოვა, ვიწვებით, ვიწვებით არავინ არ მოვა. მოედო ყველაფერს გამხმარი ხავსი და სიკვდილი სიცოცხლეს ჭიქა წყალს აწვდიდა. ნათება სადაც შენ იქნები სად არი, ან მზე დამანახე შენი შესადარი, თორემ ამ ბნელში ვარ და მთვარე მინათებს, მიუვალ მიუწვდენ სითეთრე სინაზეს. დამღალა სიმუქემ და ჩრდილში სვენებამ, სად გაქრა სიმშვიდე, სად არის მშვენება? ყველაფერს ნათელი შენ უნდა აფინო, სიბნელე შიგნით რომ მკვეთრ გამოაჩინო. მიშველეთ მიშველეთ მიშველეთ დავიწვი. მე მისი ტანი და სიზმარი ჩავიცვი. ხიდებზე ხიდებზე ხიდებზე ლავიწის მივდივარ მივდივარ მივდივარ ქარი ქრის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი