შენ გეძინება და ვერ იძინებ
შენ გეძინება და ვერ იძინებ, სიშორით ქრიან აბრეშუმები. ქარი წრიალებს და ცის სიმძიმე ზღვებს გადააწვა ტაიfუნებით. წევხარე მდუმარე, როგორც ზმანება. შენით დადნება ლანდი შობილი, თვალებს დახუჭავ დუმს დასვენება, სახეზე ხელი, სახე პროფილით. იზლაზნებიან დაღლილი თმები შენი მხრებია მათი საყრდენი, ზეშთაგონებით შლილი რითმები და ყვავილობა ფერი რამდენი?! და ზღვას მოედო სიშორე ქალის ტალღებმა ჯავრით იყარეს წილი, რომ ლილისფერი მიდამო ზვავის გაიტანს ყვავილს 1000 მილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი