ცას ვხედავ და ცას არ აქვს ლიმიტი
ცას ვხედავ და ცას არ აქვს ლიმიტი, კიდიდან კიდით ინათა დილამ, ვრცელი ზღაპრები ბერძნული მითის საღმა გონებამ ცხადში ამხილა. ჩამოდგა ღამე, ფიქრის სიბნელე, ქუხს მძლავრი ზეცა სიბარიერე და ცეცხლი არ კრთის არ გამინელე, არის სიღრმე და სიცარიელე! შორია წყება გარდაქმნილ ქვების, შორია როგორც არის ოცნება. უკიდეგანო ცების აფრების ველებზე ქროლვა და გამგოსნება! ჩუმად დადიან ირგვლივ განცდები, ქრის ენერგია სევდის საწყისი. ბრწყინვალება და ყალთაბანდები უსიხარულო განთიადისი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი