ეგვიპტე მარტო ყოფილა მუდამ


ეგვიპტე მარტო ყოფილა მუდამ,
მზე სურდა, მზე კი ყოველთვის დუმდა.
მშრალია მშრალი იმათი რიდი,
ნათალი ქვები მწყობრ პირამიდის.
მიდიან გზებზე ოქრონი, რეცა,
და იყო მთებზე სილა და ზეცა.
და იყო ქროლვა უსაზღვროების
გარშემო მხოლოდ უდაბნოების.
და იდგა სითბო მზეების გუნდად,
არც კი წასულა, არც დაუბრუნდა.
სფინქსი ცივი და მდუმარე ღრენით...
მრავალჯერ ნახა ეგვიპტემ მტერი.
რომ იყო ოქრო მდიდარი დიდი,
ფიგურა, ძეგლი, კატა და ხიდი.
ველები ბზინვით ასახავს ტალღებს,
საჰარა სულში აბოდებს არღვევს.
ეგვიპტე, როგორც აფრიკის მეფე,
მშვენება მოდის, როგორიც ნეფერს
გაჰქოდნა ხმებში ბზარული ნიტის,
დასჭკნება მზეზე ვარდები ტიტის.
ნილოსი გრძელი ნაობით კრულებს
ერთგულად აწვდის ფარაონს ტურებს.
იძვრება ახლა წარსულის ძალა
სიშორეს სარტყლით მოცისფრო რკალად
გადააქვს ყვითლით ნანახი ჯერი
და უფრო შიგნით და უფრო ფრენით,
სარკოფაგს ანგრევს მუმია მოდის,
მონების ზიდვა ტონობით ლოდის.
და ახლა უფრო ცხელია ჰავა,
მხურვალე ღამე და ცივი ლავა.
უდაბნო ხდიდა ეგვიპტეს მავანს
ისტორიაში ბრწყინებით გავა.
და სადაც ხარობს ჟამი ეკლებად
ისტორიას არ გამოეკლება!
პირამიდები დგებიან შორეთს, რომ ფარაონი სარკოფაგს ტოვებს
და არის ხმები სილაში ქარის
და უფრო მეტი, არავინ არის!
ეგვიპტე იდგა სამარე დუმდა.
ეგვიპტე მარტო ყოფილა მუდამ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი