CHEVALIER
მიექანება შორს ზღაპრის დროშით, უცხო მხარეში არ ვეშველებით. სიზმარი დნება ცხელ აგვისტოში ყვითელ სამუმის ამეტყველებით! და მიქრის დროის უცხო მხედარი, ოცნება როგორც მსხვერპლი პანდორის... ვით ამოსული ალვის ხედ არი წითელ დაისში ლურჯი ამობორი. რომ კავალერის ღრმა სიმამაცით ეზიდებიან რაშს მანევრები, ახლა წარსულში არის ხალასით აელვებული რიგის წევრები! გასცდება განცდებს მღვრიე საზღვრებით, უსაზღვროების ფერით ფარული, რომ ბრწყინვალება ცათა დაძვრებით ჰკრთება აბჯარზე გადაპარული! და მღელვარებით შორს მიაჭენებს ბზინვაქაფებულ ნისლების ცვლაში, რომ ვერაფერი ვერ შეაჩერებს ახლა მარადის სულ მარტო სვლაში! და გავა, როგორც რღვევა ციური უმისამართო მორევში ვნების. იქნება ლტოლვა მარადიული სულის, სიზმარის და ხელოვნების. ყვირილი ხმების დაცრხება მალე და შთაგონება სულს შეხებული, ააბრეშუმებს ოქროს ტრამალებს ვით ხელმეორედ დაბადებული გასწი უსაზღვროდ შორს chevalier, სადაც ოცნების ფეთქავს მოგნება რასაც ვერასდროს ვერ შევალიე ჩემი სიცოცხლე და გაოგნება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი