უსიყვარულო ნიავქარი


მე სიყვარულის მონა ვარ ისევ,
პოეტის ქსელში გაბმული მსხვერპლი.
მთელი ოცნების შავია სივრცე,
რომელშიც ვცხოვრობ, რომელსაც ვებრძვი!

და მოჩვენებით მავიწყებს ვითომ,
მოგონებები ოჯახის სითბოს.
და ვარ სტუმარი საკუთარ სახლში,
უცხო ოთახში და უცხო ხალხში!

მიდის სიახლე გრძელ დედამიწით,
სჩანს მწვერვალება აქვს ჭაღარა დროს.
საც არაფერი მეც იქ გამიშვით:
ვთქვა არსაიდან და აღარასდროს!

ყოველი წამი არის დამღლელი
სუნთქვის მორევში თითქოს ვირიყო.
და აღარ მინდა მერქვას სახელი
და აღარ მინდა რომ რამე ვიყო!

ჩქარია ლანდის შავი ცხელება,
შეზავებული შვება ვნებაში,
რომ ამაზრზენი საშინელება
დგას შემოქმედის ხელოვნებაში.

ვით ამმღვრევია სინათლე დღეთა
მზის ხმოვანებით მოკიდებული.
და მტანჯავს მაჯა წარსულის მტვერთა,
მიუტოვებლად მიტოვებულის!

დამაქვს შეგრძნება მარტო ცივობის,
არ მსურს რომ ვიყო (ქროლვა შენს თმებად)
დიდი ნაწილი კაცობრიობის
ის ვინც ყველაფერს განეკუთვნება!

და უფრო მსუბუქ შრეზე ოცნების
აიტალღება სულის ხმა მძიმე,
რაც გაიელვებს ღრმა საოცრებით-
ეს ელვარება გამიხანგრძლივე!

რომ ვარ პოეტი ცას დაკიდული
და წარსულია შავი სამარე.
რომ უკვდავების არ მსურს ტიტული,
მხოლოდ სილურჯე გამიკამარე

რომ იგრძნონ ფრთებმა ზეცის ბილიკი
რომ იგრძნონ უცხო ხმების ქარადი,
ვით გაშვებული ჯარი ლირიკის
კოსმიურ ნისლში და სხვა მარადი!

უსიყვარულო ნიავქარია
და სიყვარულის სკდება სანთელი.
ჩემში დემონი უფრო მძლავრია
და ანგელოზი უფრო ნათელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი