დაუნდობელ ქვესკნელიდან ცისკენ და სამარეში


ო, რამდენჯერ დარღვეულა სიზმარი ცივ ღამეში,
დაუნდობელ ქვესკნელიდან ცისკენ და სამარეში!
გადაიტანს შორ ოცნებებს მიჯაჭვული კლდიდან
კოსმიური ნისლებიდან უცხო სილურჯიდან,
იმ წყვდიადში სადაც ბნელი შუქით გაიფიტა,
იმ წყვდიადში სადაც ღამე მთვარით დაიფლითა
და ვარსკვლავებს ვუმზერ ახლა ვერცხლის აივნიდან
და სიშორე არ მაშინებს გემთა იალქნიდან,
და მიუწვდენ შორ ოცნებებს სადაც ქარი ვლიდა
უმორეო ზეცებიდან ზღვის მორევში შლიდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი