უჩინარ კალმით უჩინარ ხელში
დადგება ჟამი იქნება წვიმა და არა სეტყვა და არა თოვლი. ვიზიდავ ყველა შენეულ წვრილმანს, ისევ ვარ ქარში პირველი ლტოლვით! გაიფენს ფარდებს უშუქო ხმები, ამოიოხრავს ოთახში ვიღაც და ცისფერ ქართა ურუქო ბმები ემსგავსებიან თვალების ნიღაბს. მოასწრებს დილა უჩემოდ მოსვლას, პირველი სხივი გაიჭრა ბნელში. ვკვდები და ვტოვებ მგოსანი მგოსანს, უჩინარ კალმით, უჩინარ ხელში! დე მოვკვდე შენ თუ ვერ გისაცხოვრე! მიადგა ფრენა უსაზღვრო ახალს. რაც ძველი იყო შენ გისახსოვრე და რაც ახალი გიტოვებ ქაღალდს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი