აქ ქართა გრგვინვა


აქ ქართა გრგვინვა მიიჭრის  ველად,
იღწვიან ხეთა შესარხეველად,
აქ მიდამოში ჰკრთება უდაბნო
ჰკრთება სიდინჯე და არა მარტო,
გონება ელავს სხეულს ეთრთოლვის,
ენატვრის ბარდნას ზეციურ თოვლის,
როს უდაბნოში მოსჩანს მხილება
და სიყვარული განიხილიბა.
ოჰ, მარტოდ-მარტო ამ უდაბნოში,
წყვდიადი მეტრფის, მეტრფის დროება
და გარემოში უუნაროში
ღელვით ზღვის ფერი სჩანს ხელოვნება.
გამოავლინა ქარმა სიავე,
უახლოვდება ღამეს საღამო,
რომ ტანჯვის ქროლვით ამა ნიავებს,
ბოლოძალები გამოასალმოს.
ოჰ, ჩემებრ გძრნობა და ჩემებრ ვნება,
გაუსაძლისი ერთფეროვნება,
ოჰ, სილამაზის შენი ჩვენება,
მკლავებს თმები რომ დაესვენება,
მიჭირს ძვირფასო, ციდან დაშვება,
აქ ფრთებგაშლილი სჩანს ოცნებების,
პელაგონიის ღელვათ გაშვება
და წარუშლელი საოცრებები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი