ღამეა, წვიმა საათებრ წიკწიკებს
ღამეა, წვიმა საათებრ წიკწიკებს, ფანჯრიდან სიბნელე ლამპიონს უჩივის, მე შენს მშვენიერს ვიხსენებ მიმიკებს და ფერმიხდილი ჩემს წარსულს ვუცინი. ოთახში, სადაც ქარს იალქნებიანს, შემოგივარდეს მოგხვიოს მკლავი, ოთახში გრძნობები ქარიშხლდებიან, ხომ შეიძლება გაგიჟდეს ქარიც? და რომ სიმღერა სდევს სილამაზეს, შეულახავი და წმინდა ვნება- იდუმალი დგას დედამიწაზე ჩემი ციური, უღვთო შეგრძნება. ოჰ, სიმარტოვეს სულ მათლად ვეძლევი, ქარმაც ოცნება მძლავრად მოსწიოს. ვით ყრუ სივრცეთა გალაქტიკებში, დაძრწის ეული, სადა მსოფლიო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი