მე დავაპირე თეთრი დროშები


მე დავაპირე თეთრი დროშები,
დუმდა ფიქრებთა ერთობლიობა,
სიჩუმე ქარმა განაპირობა.
სიჩუმე ქარის ამოროშებით.

სადაც ნიავი გვითრთოლებს ფარდას,
და ალაგ-ალაგ გაჰკრთება შუქი.
სადაც ცხოველი ვნების ქარბუქი
უძილი ფიქრებს ოცნებით მართავს.

როდესაც ქორწილს შენსას მორჩები
და აღმოჩნდები მკლავებში ქმარის,
სიგრილით მახრჩობს ხელები ქარის.
მე დავაპირე თეთრი დროშები.

და სიმარტოვე დროს თუ მადროვებს,
რომ შენ გიხილო სიზმარში თუნდაც,
რომ ვქმნა ოცნება ის რაც მე მსურდა-
შენი ცრუ ლანდი მომაჯადოვებს.

მე ყოველ ღამით დამჩემდა ჩვევით.
რომ წარგადგინო მბზინავი კაბით
და მთვარის შუქზე ცეკავაში ღამით.
ვერ დაგივიწყებ ისევ შეჩვევით.

არს და იქნება ამოროშებით.
სანამ იმედი სულ ბოლოს კვდება.
სანამ ვერავინ ვერაფერს ხვდება.
ვერ დავაპირე თეთრი დროშები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი