გედი


სანამ შავ ტბაში იცურებს გედი,
გედი რომელიც სარკმელთან ცეკვავს,
ყოველ დილით ის მოცურავს ახლოს,
ხოლო მუნჯ ღამეს წყვდიადში შეყავს.
სადამდეც შევძლებ მივყვები მის ფრთებს,
მის ფრთებს რომელიც ანათებს თეთრად,
გედი რომელსაც წყვდიადში მივსდევ,
ფრეთები რომლებშიც ჩვენა ვართ ერთად.
ნავით, რომელსაც ნიჩბები არ სურს,
მოგონებების მიაპობს ტალღებს,
გულჩათხრობილი დავყურებ წარსულს,
მომავალი კი უყურებს სარკმელს.
სარკმელს, რომელზეც აჭედებს ქარი,
ჭედვით უმართავ დავერცხლილ ლურსმნებს,
სარკმელს რომელსაც არააქვს ზღვარი,
სარკმელს რომელშიც ქარი ხვეტს ფურცლებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი