როცა თვალებს ვხუჭავ ცა ეშვება
როცა თვალებს ვხუჭავ ცა ეშვება როგორ დნება, როგორც შვება ისე ვიზამ დავეცემი, სანამ შენი მკლავი არსად მიცავს გავექცევი- უაზრო ცხოვრების სარეცელი, როგორც წინა წლებში ვქროდი, მე ბავშვივით გიყვებოდი- ყველაფერზე ყველაფრიდან- რამდენი ნაპერწკალი ამოფრინდა ამ გულიდან- არაფრიდან. ასე მადლობების იყო კარნავალი, გადავიდა დამთავრდა და აღარ ქრის არაფრის, არაფრის! მე უძილო სადღაც ვკვდები, შენ თვალები გეხუჭება- მუხრუჭებად მაწევს ჭები, აღარ მოვალ რომ ავდგები- სიბრაზისგან მემუჭება მე მუშტების ის რენდგენი მეხუჭება, მკლავს აღმდგენი ჩემს სხეულში დაქრის უცხო გენი- მეც თვალები მეხუჭება, მეხუჭება, მეხუჭები- ნუღარ მოხვალ დაიხუჭე უკვდავივით გელოდები. არცერთ სანთელს ვეძებ ვდნები არ ვედები არსად ასე, სანამ სავსე ძილბურანით მივარდები- სანამ სადღაც მიმათრევდი, როგორ ვმღერდი, ახლა აღარ მგონი მართლა დროა ღმერთი მკურნალია, წყევლით გლახავს- აღარ გნახავს ეს თვალები, დამაქვს მკვდარი უჯრედები, თვალებს ვხუჭავ ცა ეშვება- ხვალ ყველაფრით ახლით ვდგები. დავიღალე მარტო ვდგები, ამ დაღლაში შევიცვალე, მოდი მხარში მეორდები თავს ის მადებს ვინც ვისწავლე სანამ არე მოვა ხვალე მძულს წარსულის იარები ახლა მხოლოდ დავიღალე, დავიღალე აღიარებით! როგორც არი ჩუმი ზარი, აზანზარებს უეცარი ელდა ღვარი გადავყარე, რომ გიწოდო მეგობარი. შენ მიყვარხარ გესმის რთული. რთული არი, ასე არი- ჯადო, ქარი, სიყვარული: რთული არი და ცა არი- ის ცა არა რასაც ვხედავთ, იგი მხოლოდ ეკიდება, როცა თვალებს ვხუჭავ ცა ეშვება მე რომ შენ-მდე არ შევჩერდი და არც იგი არ შეჩერდა- აღარ დგება, ფეოდები. აღარასდროს მეორდება! თუმცა გული უკან რჩება! აღარასდროს ვმეორდებით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი