მოდის ქარი, თავისნარი
მოდის ქარი, თავისნარი მარცხნივ მისი ტალღა კვდება. მოაქვს ჰანგი უეცარი, ისე მღერის, როგორც არი და არასდროს მეორდება! შვება მისი თვალებს აწვს გადააქცევს წყალში რეტროს. ყველა ხმების ჰანგებს ატევს, მიამსგავსებს, გადააქცევს. ბაღში აგავს ქარი მეტროს! ოჰ, იმ ბაღში იყო სადაც სულ პირველი ლტოლვა ნაზი. ხაზი სადაც გარბის კატაც, რბოდა ჩემი სადაც გრადაც... სადაც ვიყავ სხვა ჯამბაზი! კაცი აღარ დარჩა ჩემში, ქალსაც წყევლა მოკლავს მალე. ცხოველებიც ყარან გენში. ვცხოვრობ წამში და რეფრენში- დავიღალე, დავიღალე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი