ვნებას უყვარს ხელი და ხელს უყვარს ვნება
რამდენჯერ უნდა ამოვიდეს მზე რო რამე დაიჯერო. რო მევლო და შენ რო მე რო ვერ შემაჩერო. რამდენჯერ უნდა გავანათო ჩერო- მე რო დამიჯერო. შე შტერო პროფილის ფერო რამდენი ლექსი ტანზე უნდა მიგაკერო, მე რო სამყარო შეგიჩერო. ტვინმა დაიუფლა ყველა სფერო- ყველა გზა და ყველა ტყე რო მწვანე ნისლში აგიფერო. მოდი ახლოს ჩაის ფერო, გემზე წერო, ფლამინგო და შორ იერი- ოჰ, ძლიერო. ზღვების ფერო- ოკეანე მარად მწვანე, მოდი მალე, რამე მწვავე მომიტანე. საით განედს, შორი ქარით ვბანე- ეკვატორს და მერიდიანს გავატანე ეკბატანა, შენი ტანი გააქანე. უცხო ნისლში მედგარ ქანებს მიგამგვანე, როგორც გვიან ღამის კანი გავიკანე- ვიგვიანე და მაინც ვერ გიგიამე! შორს ვიარე და მაისს ვერ ვუახლოვდი კამათიც ვერ, ისე მშორდი, მოვასწარი. ისე მიწვევ როგორც შენი გიჟი ნიცშე. ზღაპარიც ვერ შემომახვევს ლამაზ სიზმრებს, ვაქარიზმე მთელი არსი მინდა ფირზე. ცის წნილიც ვერ მოვა მწვანე თუ ლილსფერ- ოკეანე, თითქოს სფერო- ატმოსფერო- სიკვდილიც ვერ მიდგას მარცხნივ- შემაჩეროს- შენი ქრისტე- ვკვდები ერთხელ ვღდგები იმ დღეს! ვცხოვრობ მუდამ, როგორც უნდა- Triste, Triste! ქარს Teamo აღარა მაქვს სიბრალული რას ვეამო? ვიყო შენთან, ვიყო სხვასთან,-ჩემთან ამო. როგორც ზღვებთან, როგორც ცასთან- ვიგვიანო საქანელამ იტრიალოს! კი, დავიგვიანე! მაგრამ მაინც, სამყარონი მზრდიან, ასე გვიან- ლოდინია! მაინც ვანდე ფერებს გული-ბოგინია! და მკურნალი, ძილი-ლოგინია! სულ ვიცინი- შენი ცინიკური გმირი! თავი მშია და სხვა აქ რა შუაშია! სიკვდილიც და სიცოცხლეც კი ერთ ქარშია. ყველა ნავში, რაღაც ლამაზ ქალაქშია. სუ ეთერო, დროის პეპლის: ლესბო, ტრანსი, გეი თუ ჰეტერო- არის მსხვერპლი, აღწერილი დედამიწის ციმციმა ნაპერწკლის! ყველა აზრი თამაშია! მიშრიალებს მოგონებებს ისევ ღამე, ღამით მოდის სიყვარული, ღამე და მე ვიყავთ მკლავით გადაკრული, შევიცვალეთ. მხოლოდ წარსულს ხედავს- ღამეს უნდა მქონდეს რამე! მოკვდა ღამე! მოკვდნენ დღენი! ახლა უფრო მოძრავია კოსმიური ბჭენი და ამ სივრცის მიღმა არის არსი შენი! მაინც თოვა მიკლავს გულს და ისევ მოვა, მაინც მჯერა, ასე გადის წელთა გროვა- თუმცა ხელში საუკუნის მიდგას ხროვა! ჩემი ლექსით, პოეზიით მაქვს აღგზნება! ვნებას უყვარს ხელი და ხელს უყვარს ვნება! უკვდავია, ჩემი: ტურფაც და უაზრო ხელოვნებაც!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი