რა მეუფლება? თავისუფლება?
რა მეუფლება? რა მეუფლება? მგონი, თავისუფლება! სადღაც მხარეებს ვგრძნობ როგორ დნება ჩემში მზე და ხურდება. რაღაც სხეულში მიზის, არსებობს და ასე ამბობს, რომ მაარსებოს- თავისუფლება, თავისუფლება, როგორც კუთვნილი ნება, უფლება! რა მეუფლება? რა მეუფლება? უფალთ უფლებად- თავისუფლება! და ისე სუნთქავს, მკვდარი ჰაერ-ქრებს და ისე ცოცხლობს, როგორც უნდება. მე ჩემს ორგაზმში მზეს ვეპაექრე. აღარ არსებობს ჩემთვის ხურდები- ისე ვხუნდები, მადნობს ცხელია, თუ ასე სითბო ჯერ არ მიგრძვნია. თავისუფლების შმაგი ხელია- და ამის მსგავსი რა შეგიძლია? რა შეგიგრძვნია, ან რა განახეს? ან სად გინახავს თავად უფალი? იგი ჩემში ჰგავს ახლა სამარხებს! მე, პოეზიის ჭირის უფალი! ვმარხავ ყოველგვარ ჩემში აღგზნებას, რომ დაიმარხოს გაორგაზმება. და მთლიანი ვარ, სადღაც ორ მხარეს- მაქვს სიხარული და სიმწუხარე- როგორც დროება, დამაქვს წამები. მოდებულია ზეცას უკუნე. არ ვარ უკვდავი, თუმც საუკუნევ- ყველა დროების ჯაჭვით დამები! გაქრობ არსებავ, ვარ უზრდასრულო! მყლაპავს დროება, მშთანთქავს ეთერი. მე ვარ მკვდარი და ვარ უსასრულო- დამარხულია აქ დეკემბერიც! მივქრი სიბნელე ნათელ არსებით- აღარაფერთან ვარ შეთავსებით! რა მეუფლება? რა მეუფლება? თავისუფლება! თავისუფლება! შემწკრივდნენ გზანი, ერთია ვცანი. ვარ მეომარი, ძალათა შუა. მე ღმერთთა შორის, და კაცთა მგვანი- ჩემი ანბანი სამყარო თუა- ისმოდეს მისი რისხვა და გული. და სიძულვილი და სიყვარული- პოეზიური მძულს წერილობა- და დედამიწის აღწერილობა. პოეზიური სიკვდილი მიყვარს მიყვარს უაზრო კვნესა გოდების. სადაც ზრდა სულის ეცეკვა მყინვარს, მერე მთვრალივით შემობოტების- სადაც გაქრება სირცხვილი-ნუ ხარ! გარდაიცვალა ჩემში დრო დების. და რა აზრი აქვს ვიქნები თუ ხვალ- მაინც არაფერს არ ველოდები! და ხარ თუ არა- ახლა ცხოვრებას ედება ცეცხლი. და სხვა თუ არა- მე მაინც შევცვლი! სად დაჟინება ქარეთის კრული გადამაბიჯებს ყოველი ელვა. როგორც არაფრით შემოსაზღვრული უკიდეგანოდ მსურს გადათელვა. და კვლავ შეგრძნება ბრუნდება ხორცის. ო, თავი მტკივა ძლიერ, ვარ მარტო. ყველას იარაღს ვაჩუქებ მორცხვი, რომ ყველა ტყვია ჩემზე დაფანტონ! გადარებ პანტომს ეგოვ, ქარნაზო- ნუ მელანდები, ნუ გავხარ მშიერს- შენ ზეცეთიც, რომ შემოგთავაზო, უკმაყოფილოდ ატარებ იერს! შენ ამბობ: მევარ ღმერთებთა ღმერთი, და ასე გინდა სული გიყარდეს! შენ მარტოს, ომის მოგინდა ხვედრი- მე ისევ მინდა ვნმე მიყვარდეს! და არცერთს ვნახავ, არც "მეს" არც ეგოს, თვქენ ერთურთს სახე სილით უფალით! ნება მიეცით რამეს დაეგოს- მანამდე ვიყავ თავისუფალი! თავის უფლება თუ თავისუფლება? ახლა არ ვიცი თუ იყო კაეტ. რა მეუფლება? რა მეუფლება? ხუივო ზნაეტ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი