***


გააზრება გაფიქრება მგონია
და ეს მიწამლავს აქ მყოფად დღეებს.
მე გავფრინდები, როგორც თოლია,
ზემოდან ვნახავ დაბურულ ტყეებს.
მაინც იგივე მელანქოლია
დამსდევს და ნაზად მიხატავს შრეებს.
მე და ყვავილის სუნთქვა ტოლია
და მე აქამდე ვყნოსავდი რეებს?
რომ მკვდარი არსის ყოლა ნოლია
და ნამდვილია იგი გაგებით.
ნუ გინდა ქვეყნად რაც არ გყოლია
შენი გონების შეღავათებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი